მშვიდობა იქნება მაშინ, როცა მიზნებს მივაღწევთ - პუტინი

"უკრაინაში მშვიდობა შესაძლებელია მხოლოდ რუსეთის მიზნების მიღწევის შემდეგ," - ამის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
პუტინის თქმით, რუსეთის ფედერაციის მიზნებს კვლავ უკრაინის დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია წარმოადგენს.
მშვიდობა იქნება მაშინ, როცა ჩვენს მიზნებს მივაღწევთ", - განაცხადა პუტინმა.