ბელგია მხარს უჭერს ევროკომისიის დასკვნას - ალექსანდრ დე კრო

14.12.23 14:44
ბელგია მხარს უჭერს ევროკომისიის დასკვნას - ალექსანდრ დე კრო

ბელგია მხარს უჭერს ევროკომისიის დასკვნას - ბელგიის პრემიერ-მინისტრის, ალექსანდრ დე კრომის თქმით, იგი წარდგენილ რეკომენდაციას სრულად განიხილავს და არ აპირებს ქვეყნების ცალკე გამოყოფას.

ბელგიის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ უკრაინა იმსახურებს როგორც სამხედრო და ფინანსურ დახმარებას, ასევე ევროკავშირში გაწევრიანებას.

ჩვენთვის ევროკომისიის რეკომენდაცია მისაღებია, რადგან იგი მხედველობაში იმ რეფორმების დიდ რაოდენობას იღებს, რომელიც უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში განხორციელდა, ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკომისიის დასკვნას.

ვფიქრობ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს ძლიერი შეტყობინება გავუგზავნოთ, როგორც სამხედრო და ფინანსური დახმარების, ისე გაფართოების შესახებ. ევროპული ერთიანობა ჩვენი უსაფრთხოების საფუძველს წარმოადგენს. ჩვენი მხარდაჭერა მკაფიო უნდა იყოს და ეს საკითხი დღეს ჩვენი განხილვის მთავარი თემა იქნება“, - აღნიშნა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა.