ვესაუბრეთ, ორბანი ჯერ არ არის მზად დანებებისთვის - კაია კალასი
ესტონეთის პრემიერი-მინისტრი ამბობს, რომ ვიქტორ ორბანი ჯერ კიდევ არ არის მზად დანებებისთვის.
თუმცა კაია კალასის თქმით, ევროკავშირის ლიდერები მცდელობას არ დაკლებენ და ისევ ეცდებიან უნგრეთი პრემიერთან საუბარს.
კალასი ცალსახად და მკაფიოდ აცხადებს, რომ აუცილებელია რაიმე სახის შეტანხმების მიღწევა.
მე ახლახანს ვესაუბრე ვიქტორ ორბანს და ის ამბობს, რომ ახლა ვერ ხედავს შეთანხმებას. ჩვენ ვცადეთ - მაგრამ ჩვენ კიდევ ვეცდებით. ჯერ არ არის მზად დანებებისთვის. არის სხვადასხვა არგუმენტები, სხვადასხვა წინადადებები, ასევე კომპრომისები, ჯგუფური განხილვის გარდა ორმხრივი შეხვედრებიც იქნება. აუცილებლად უნდა მივაღწიოთ რაიმე სახის შეთანხმებას. და ჩვენ არ გვაქვს დრო, რომ ნამდვილად გავაჭიანუროთ, ან გადავდოთ მისი განხილვა. კომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც ეფუძნება დამსახურებას - რა თქმა უნდა, ეს ჩვენი მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, მაგრამ ჩვენ უნდა მივუდგეთ ანგარიშს. უკრაინამ შეასრულა გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის კრიტერიუმები და გაწევრიანების მოლაპარაკებებს რამდენიმე წელი სჭირდება, ეს ჩვენივე ისტორიიდან ვიცით. ოპტიმისტურად განწყობილი არ ვარ. ჩვენ ყველა ქვეყნის საკითხს განვიხილავთ განცალკევებულად და ასევე ერთადაც. წინადდებები დევს მაგიდაზე. საქართველოს საკითხი არის მათ შორის, მაგრამ უფრო დიდი პრობლემა ეხება უკრაინას და მოლდოვას. ვნახოთ, რა გამოვა", - განაცხადა კალასმა.