მხარს ვუჭერთ ყველა ქვეყანას, რომელზეც ევროკომისია დადებით რეკომენდაციას იძლევა, მათ შორის საქართველოს - მარკ რუტე

14.12.23 15:42
მხარს ვუჭერთ ყველა ქვეყანას, რომელზეც ევროკომისია დადებით რეკომენდაციას იძლევა, მათ შორის საქართველოს - მარკ რუტე

მხარს ვუჭერთ ყველა ქვეყანას, რომელზეც ევროკომისია დადებით რეკომენდაციას იძლევა, მათ შორის საქართველოს - ამის შესაებ ნიდერლანდების პრემიერმა მარკ რუტემ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ევროპული საბჭოს სამიტი იმართება.

რუტეს თქმით, გადამწყვეტია, რომ უკრაინისთვის დადებითი გადაწყვეტილება იქნას მიღებულია, რადგან ეს მთელი ევროკავშირის კოლექტიურ უსაფრთხოებას ეხება.

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ვიმსჯელებთ და ვნახავთ როგორ შეგვიძლია მოქმედება. მე ვფიქრობ, რომ მომენტი გადამწყვეტია, რომ უკრაინისთვის მივიღოთ დადებითი გადაწყვეტილება და გავუხსნათ მოლაპარაკების პროცესი ქვეყანას. უკრაინამ საკმაოდ ბევრი გააკეთა რთულ მდგომარეობაში, რომ შემდეგ ეტაპზე გადავიდეს. ეს ეხება ჩვენს კოლექტიურ უსაფრთხოებას. 
ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ქვეყანას, რომელზეც ევროკომისია დადებით რეკომენდაციას იძლევა, რა თქმა უნდა, მათ შორის საქართველოს. მე ვიმუშავებ იმისთვის რომ კონსესუს მივაღწიოთ ორივე მიმართულებით, რაც შეეხება გააფრთოებასაც და 50 მილიარდის დახმარებას", - განაცხადა რუტემ.

მსგავსი სიახლეები