მნიშვნელოვანია, დღეს ვერავინ შეძლოს ცეცხლთან თამაში, ვნახოთ რას იზამს ორბანი - დენკოვი

ბულგარეთი პრემიერმა ნიკოლაი დენკოვმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს მიმართა.
დენკოვმა ევროპული საბჭოს სამიტზე ისაუბრა ორბანის განცხადებაზეც და თქვა, რომ მნიშვნელოვანია, ვერავინ შეძლოს ცეცხლთან თამაში.
დენკოვი იმედოვნებს, რომ უნგრეთის პრემიერის სიტყვები ქმედებებში არ გადაიზრდება.
ბულგარეთი ცალსახად მხარს უჭერს საქართველოს. ვფიქრობთ, იმსახურებთ ჩვენს მხარდაჭერას. რაც შეეხება ორბანს, არ მინდა ამ საკითხს შევეხო, თუმცა დღეს ჩვენ ვისაუბრებთ, როგორ ვიმოძრაოთ წინ. მოვისმინე მისი განცხადება. მოდით, ვნახოთ, რა ქმედებები იქნება დღეს, რადგან, საბოლოოდ, მნიშვნელოვანია ქმედებები და არა სიტყვები. ვიმედოვნებ , რომ უკრაინის საკითხზე დღეს შეთანხმება იქნება. მნიშვნელოვანია, რომ დღეს ვერავინ შეძლოს ცეცხლთან თამაში", - განაცხადა დენკოვმა.