თუ უკრაინას არ ექნება მხარდაჭერა ევროკავშირისა და აშშ-სგან, მაშინ პუტინი გაიმარჯვებს - ირლანდიის პრემიერი

14.12.23 15:57
თუ უკრაინას არ ექნება მხარდაჭერა ევროკავშირისა და აშშ-სგან, მაშინ პუტინი გაიმარჯვებს - ირლანდიის პრემიერი

თუ უკრაინას არ ექნება მხარდაჭერა ევროკავშირისა და აშშ-სგან, მაშინ პუტინი გაიმარჯვებს - ამის შესახებ ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა  ლეო ვარადკარმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ევროპული საბჭოს სამიტი იმართება.

ვარდაკარის თქმით, უკრაინა საფრთხის წინაშეა და ის არავიტარ შემთხვევაში არ უნდა დარჩეს მხარდაჭერის გარეშე.

უკვე ექვსი თუ შვიდი წელია ვესწრები ევროპის საბჭოს სხდომებს. ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელსაც მე ვესწრები, სწორედ იმ დიდი გადაწყვეტილებების გამო, რომლებიც უნდა მივიღოთ უკრაინასთან დაკავშირებით: ფინანსური გადაწყვეტილება და ასევე გადაწყვეტილება, დავიწყოთ თუ არა მოლაპარაკებები.
და ჩვენ უნდა ვუთხრათ დიახ ამ ორიდან მინიმუმ ერთს და იდეალურ შემთხვევაში ორივეს. იმიტომ რომ უკრაინა საფრთხის წინაშეა. უკრაინა არ დარჩება მხარდაჭერის გარეშე, როგორც ევროკავშირის, ისე აშშ-სგან. და თუ უკრაინას არ ექნება მხარდაჭერა ევროკავშირისა და აშშ-სგან, მაშინ პუტინი გაიმარჯვებს", -  განაცხადა ლეო ვარადკარმა.

მსგავსი სიახლეები