ორბანი არა პრორუსი, არამედ პროეროვნული პოლიტიკოსია - პუტინი

14.12.23 16:02
ორბანი არა პრორუსი, არამედ პროეროვნული პოლიტიკოსია - პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ  უნგრეთისა და სლოვაკეთის პრემიერმინისტრები არა პრორუსი არამედ პროეროვნულები არიან.

"ფიკო არჩევნების შემდეგ გამოჩნდა, ვიქტორ ორბანი უნგრეთში. მე უკვე ბევრჯერ მითქვამს, ისინი არ არიან პრორუსი პოლიტიკოსები, ისინი არიან პროეროვნულები, ისინი იცავენ თავიანთ ინტერესებს", - თქვა პუტინმა.

ცნობისთვის, ვიქტორ ორბანი ცოტა ხნის წინ მივიდა ევროპული საბჭოს სამიტზე. ორბანი უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყების მთავარი მოწინააღმდეგეა.