პუტინის პირველი შეხვედრა ჟურნალისტებთან უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ და რუსი დიქტატორის მთავარი გზავნილები

პირველი შეხვედრა ჟურნალისტებთან უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. ვლადიმერ პუტინმა მედიისა და მოქალაქეების შეკითხვებს უპასუხა. ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტს წინასწარ გაფილტრული და მასთან შეთანხმებული კითხვები დაუსვეს. თითქოს ყველაფერი დაორგანიზებული იყო, რომ პუტინისთვის არასასურველი კითხვები თავიდან აეცილებინათ, მაგრამ დარბაზში დამონტაჟებულ ეკრანებზე კრიტიკის ამოკითხვა ოკუპანტს მაინც მოუწია.
ომის დაწყებიდან თითქმის ორი წლის შემდეგ, რა იყო პუტინის მთავარი სათქმელი? რუსეთის პრეზიდენტი, რომელიც ამ პოსტზე კიდევ ერთი ვადით აპირებს დარჩენას, ამბობს, რომ მშვიდობა არ იქნება იქამდე, ვიდრე ყველა მიზანს არ მიაღწევს. გალანძღა ამერიკა და ევროკავშირი და ტრიბუნა მოკავშირე ორბანის ქებისთვის გამოიყენა.
დეტალები ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.