ორბანზე არ არის დამოკიდებული უკრაინის წევრობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება - "ალდეს" გენერალური მდივანი
ორბანზე არ არის დამოკიდებული უკრაინის წევრობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება - ამის შესახებ "ალდეს" გენერალური მდივანმა ევროსაბჭოს სამიტზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ დროისთის "ჭიქა ნახევრად სავსეა" და ორბანის წინააღმდეგაა მთელი ევროპული გაერთიანება.
ორბანზე არ არის დამოკიდებული უკრაინის წევრობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება. ამას ევროკავშირი წყვეტს. მისი პერსონალური ინტერესები გასაგებია და ეს უნგრეთის მოსახლეობის ინტერესებთან არანაირ კავშირში არ არის. ამ დროისთვის შემიძლია გითხრათ რომ ჭიქა ნახევრად სავსეა, ვფიქრობ ამ შემთხვევაში ორბანის წინააღმდეგაა მთელი ევროპული გაერთიანება. 27 წევრი 1-ის წინააღმდეგ ესაა მთავარი ფაქტორი გაფართოებასთან დაკავშირებით", - განაცხადა "ალდეს" გენერალურმა მდივანმა.