ზელენსკი გერმანიაში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა

14.12.23 20:23
ზელენსკი გერმანიაში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა. ინფორმაციას ტელეგრამ არხი Nexta Live ავრცელებს. 

მედიის ინფორმაციით უკრაინის პრეზიდენტი ვისბადენში გაემგზავრა, სადაც უკრაინის სამხედრო დახმარების შეერთებული შტატების შტაბია განთავსებული. 

ამ დროისთვის, ვიზიტთან დაკავშირებით სხვა დეტალები უცნობია. 

 

მსგავსი სიახლეები