ორბანმა უკრაინისთვის ევროკავშირის 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტი დაბლოკა

15.12.23 10:21
ორბანმა უკრაინისთვის ევროკავშირის 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტი დაბლოკა

ვიტორ ორბანმა უკრაინისთვის ევროკავშირის 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტი დაბლოკა. 

ღამის ცვლის შეჯამება: ვეტო უკრაინას დამატებით ფულზე. ჩვენ დავუბრუნდებით ამ საკითხს მომავალ წელს #EUCO-ში სათანადო მომზადების შემდეგ, - დაწერა რობანმა სოციალურ ქსელ X-ში. 

უნგრეთის პრემიერის ვეტო ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმაც დაადასტურა, რომელიც ევროკავშირის ლიდერებთან მოლაპარაკებებს გვიან ღამემდე მართავდა. 

ამ გადაწყვეტილებაში მხოლოდ ერთი სახელმწიფო არ დაგვეთანხმა. ანარჩენი 26 ქვეყანა ამ მეგაპაკეტის დამტკიცების მომხრე იყო, -აღნიშნა მიშელმა.