ვგრძნობდით, რომ კონსენსუსამდე ვერ მივდიოდით, ამიტომ ინიციატივა ორბანთან დაკავშირებით შოლცმა გამოთქვა - რუტე

15.12.23 11:25
ვგრძნობდით, რომ კონსენსუსამდე ვერ მივდიოდით, ამიტომ ინიციატივა ორბანთან დაკავშირებით შოლცმა გამოთქვა - რუტე

ნიდერლანდების პრემიერი მარკ რუტე ისტორიული გადაწყვეტილების დროს ვიქტორ ორბანის მიერ დარბაზის დატოვების დეტალებზე ჟურნალისტებთან საუბრობს და ამბობს, რომ როდესაც დებატების დროს კონსესუსამდე ვერ მიდიოდნენ, ინიციატივა საკუთარ თავზე ოლაფ შოლცმა აიღო.

რუტე ამბობს, რომ ვერც წარმოიდგენდა, რომ გუშინ ღამითვე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდნენ.

კარგი დებატები გვქონდა მაგრამ ვგრძნობიდთ, რომ კონსესუსამდე ვერ მივდიოდით, ამიტომ ინციაიტივა ოლაფ შოლცმა გამოთქვა და ვიქტორ ორბანს უთხრა, იყო თუ არა შესაძლებელი რომ საბჭოს გადაწყვეტილება მისი დასწრების გარეშე და მისი მონაწილეობის გარეშე მიეღო. ამის შემდეგ უნგრეთმა დარბაზი დატოვა და ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ. ის ოთახის მიღმა რამდენიმე წუთით გაჩერდა. ამიტომ ძალიან კმაყოფილო ვარ. ამ დილით არ შეგვეძლო წარმოდგენა, რომ საღამოს მოლაპარაკებებს გავხსნიდით. იმაზე მეტს მივაღწიეთ ვიდრე ველოდით", - ამბობს რუტე.

ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა. საქართველოოს ევროპული სტატუსი მიენიჭა. დღეიდან ქვეყანა ახალ რეალობაში იწყებს ცხოვრებას. ნაბიჯი წინ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისკენ არის გადადგმული. რუსეთის მიერ ოკუპირებული ჩვენი ქვეყნისთვის ამ დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. 
ისტორიიული გადაწყვეტილება ბრიუსელში მიიღეს. დაძაბული და მრავალსაათიანი საუბრების შემდეგ, ერთობა მაინც შედგა. ევროკავშირის კარი გაიხსნა უკრიანისთვის და მოლდოვასთვის. ყველას მინუს ორბანი. უნგრეთის პრემიერი სამუდამოდ შემორჩება ისტორიას, როგორც პოლიტიკოსი, რომელიც გადამწყვეტ მომენტში პოლიტიკურ კულისებში გავიდა.  

მსგავსი სიახლეები