თქვენ ეკუთვნით ევროპულ ოჯახს, შემდეგი ნაბიჯები იქნება ის, რომ ყველა პირობა უნდა შესრულდეს - ლუქსემბურგის პრემიერი

ეს ნიშნავს, რომ თქვენ ეკუთვნით ევროპულ ოჯახს, შემდეგი ნაბიჯები იქნება ის, რომ ყველა პირობა უნდა შესრულდეს - ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრის ლუკ ფრიედენის განცხადებით, ევროპული საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებები არის მნიშვნელოვანი გზავნილი.
ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი გზავნილია, ევროპა არის ღირებულებების საზოგადოება, მშვიდობისა და სტაბილურობის საზოგადოება. ასე რომ, ეს ნიშნავს, თქვენ ეკუთვნით ევროპულ ოჯახს, მაგრამ, რა თქმა უნდა, შემდეგი ნაბიჯები იქნება ის, რომ ყველა პირობა უნდა შესრულდეს. და ეს დადებითი პირობებია. ეს არის პირობები კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად, ევროკავშირის ფუნდამენტური ჩარჩოს, ეკონომიკური, სოციალური პოლიტიკის მისაღებად. ვფიქრობ, ეს იქნება საქართველოს შემდეგი ნაბიჯები. რა თქმა უნდა, იგივეა სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც ახლა იმ პროცესში არიან, რომ ერთ დღეს გახდნენ ევროპული ოჯახის წევრები", - განაცხადა ლუქსემბურგის პრემიერმა.
ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა. საქართველოოს ევროპული სტატუსი მიენიჭა. დღეიდან ქვეყანა ახალ რეალობაში იწყებს ცხოვრებას. ნაბიჯი წინ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისკენ არის გადადგმული. რუსეთის მიერ ოკუპირებული ჩვენი ქვეყნისთვის ამ დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
ისტორიიული გადაწყვეტილება ბრიუსელში მიიღეს. დაძაბული და მრავალსაათიანი საუბრების შემდეგ, ერთობა მაინც შედგა. ევროკავშირის კარი გაიხსნა უკრიანისთვის და მოლდოვასთვის. ყველას მინუს ორბანი. უნგრეთის პრემიერი სამუდამოდ შემორჩება ისტორიას, როგორც პოლიტიკოსი, რომელიც გადამწყვეტ მომენტში პოლიტიკურ კულისებში გავიდა.