იაპონია 43 რუსული ორგანიზაციის აქტივებს აყადაღებს და რუსეთის 35 მოქალაქეს სანქციებს უწესებს

15.12.23 12:07
იაპონია 43 რუსული ორგანიზაციის აქტივებს აყადაღებს და რუსეთის 35 მოქალაქეს სანქციებს უწესებს

იაპონია 43 რუსული ორგანიზაციის აქტივებს აყადაღებს და რუსეთის 35 მოქალაქეს სანქციებს უწესებს.

რუსული მედიის ინფორმაციით, სანქცირებულ კომპანიებს შორისაა: რუსული საბავშვო და ახალგაზრდული სამხედრო-პატრიოტული საზოგადოებრივი მოძრაობა „იუნარმია“, კომპანია „პატრიოტი“, სააქციო საზოგადოება „195 სარაკეტო და საარტილერიო იარაღის სარემონტო ქარხანა“, რუსეთის კვანტური ცენტრი, ელექტრონული ბრძოლის სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი და სხვა ორგანიზაციები.

გარდა ამისა, იაპონიამ საექსპორტო შეზღუდვები დაუწესა 57 კომპანიას და ასევე აკრძალა არაინდუსტრიული რუსული ბრილიანტის იმპორტი.

 

მსგავსი სიახლეები