საქართველომ მიიღო კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და უნდა შეასრულოს პირობები - კაია კალასი

15.12.23 13:12
საქართველომ მიიღო კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და უნდა შეასრულოს პირობები - კაია კალასი

ბრიუსელი, დღე მეორე - ამ წუთებში, ისტორიული სამიტი იწყება. ევროპელი ლიდერები უკვე იკრიბებიან ევროპულ საბჭოში. მედიასთან უკვე გამოჩნდა შარლ მიშელი, ასევე ესტონეთის პრემიერ-მინისტრი. 

კაია კალასმა უკვე გააკეთა პირველი კომენტარი.

გუშინ მივიღეთ ისტორიული გადაწყვეტილება. ჩვენ ბედნიერები ვართ, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ფინანსურ დახმარებაზე. უკრაინა არ დარჩება დახმარების გარეშე. 26 ქვეყანა მზად ვართ დავეხმაროთ უკრაინას. არსებობს სხვადასხვა გზები იმის შესახებ, თუ როგორ ვიზამთ ამას. ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება იანვარში, რომ მივაღწიოთ შეთანხმებას.

ეს ისტორიული გადაწყვეტილება ეხება საქართველოსაც. საქართველომ მიიღო კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და უნდა შეასრულოს პირობები. მე ვიცი, რომ ქართველ ხალხის აქვს არჩეული ევროპული გეზი", - განაცხადა კაია კალასმა.

მსგავსი სიახლეები