თქვენ ეს დაიმსახურეთ, მე ვუყურებდი როგორ ზეიმობდა ხალხი თბილისში ქუჩებში ჩვენს გადაწყვეტილებას - გიტანას ნაუსედა

15.12.23 14:15
თქვენ ეს დაიმსახურეთ, მე ვუყურებდი როგორ ზეიმობდა ხალხი თბილისში ქუჩებში ჩვენს გადაწყვეტილებას - გიტანას ნაუსედა

ვულოცავ საქართველოს კანდიდატის სტატუსს, რადგან თქვენ დაიმსახურეთ ეს. ვიცი, როგორი იყო რეაქცია და თვალს ვადევნებდი, რა ხდებოდა თბილისის ქუჩებში. ნამდვილად კარგი გრძნობაა და ნება მიბოძეთ, გულით ვიზეიმო, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც მეორე დღეა ევროპული საბჭოს სამიტი მიმდინარეობს.

ნაუსედამ უკრაინის შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ მიუხედავად სისხლიანი ომისა, უკრაინა იქნება ევროპა.

ჩვენ დღეს ვზეიმობთ და მე მართლა ამაყი ვარ. ეს იყო აუცილებელი პოლიტიკური სიგნალი ჩვენ მხრიდან, განსაკუთრებით უკრაინის მიმართ, რომელიც ომშია. მე მქონდა შესაძლებლობა მეთქვა ზელენსკისთვის: თქვენ მეგობრებო იმსახურებთ, თქვენ ძალიან ბევრ ძალისხმევას დებთ რეფორმებში, და თქვენ უნდა იყოთ დაჯილდოებული. წინსვლა გჭირდებათ, მე მჯერა რომ მიუხედავად სისხლიანი ომისა, უკრაინა იქნება ევროპა. რადგან ჩემი აზრით, უკრაინა დღეს უკვე ევროპაა. მე ლიეტუვას წარმოვადგენ, ქვეყანას, რომელიც დიდხანს იტანჯებოდა საბჭოთა ოკუპაციის გამო, ჩვენთვის  ძალიან რთული იყო ევროკავშირში გაწევრიანება და ჩვენ დღეს შეგვიძლია გამოცდილება გაგიზიაროთ. ვულოცავ საქართველოსაც, რომელმაც ასევე დაიმსახურა სტატუსი. მე ვუყურებდი როგორ ზეიმობდა ხალხი თბილისში ქუჩებში ჩვენს გადაწყვეტილებას. მართლაძალიან კარგი გრძნობაა ჩემთვის. 
გუშინდელი დღის შემდეგ, მე ვხედავ შესაძლებლობას კონსესუსის, ამას შეიძლება დასჭირდებ დრო მაგრამ მე მჯერა რომ გამოსავალს ვიპოვით. ერთიანობა ჩვნეთვის ძალიან მნიშნელოვანია", - აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა.