გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი მესიჯი იყო რუსეთისთვის, რომ ევროკავშირი არის ისეთი ერთიანი, როგორც არასდროს - ბელგიის პრემიერი

15.12.23 14:48
გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი მესიჯი იყო რუსეთისთვის, რომ ევროკავშირი არის ისეთი ერთიანი, როგორც არასდროს - ბელგიის პრემიერი

გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი მესიჯი იყო რუსეთისთვის, რომ ევროკავშირი არის ისეთი ერთიანი, როგორც არასდროს  - ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრ დე კრომ ბრიუსელში ისტორიული სამიტის მეორე დღეს განაცხადა.

ალექსანდრ დე კრომ უკრაინისთვის ფინანსურ დახმარებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ეს შეიძლება დღეს არ მოხერხდეს, მაგრამ ძალიან მალე ამაზეც შეთანხმდებიან.

გადაწყვეტილება 27-მა ქვეყანამ მიიღო. შენ თუ ადგილზე არ იმყოფებოდი ფიზიკურად ან საერთოდაც სხვა რამეს ფიქრობ, გადაწყვეტილება მაინც მიღებულია 27 წევრი ქვეყნის მიერ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯია უკრაინისთვის, ჩვენ მათ ვუთხარით, რომ ამ მნიშვნელოვან მომენტში მათ გვერდით ვდგავართ, ეს მნიშვნელოვანი მესიჯი იყო რუსეთისთვისაც, რომ ევროკავშირი არის ისეთი ძლიერი და ერთიანი როგორც არასდროს.  ფინანსურ დახმარებას რაც შეეხება, ეს შეიძლება დღეს არ მოხერხდეს, მაგრამ ძალიან მალე ამაზეც შევთანხმდებით", - განაცხადა ბელგიის პრემიერმა.