შემდეგ წელს ჩვენ ვიპოვით გზას თუ როგორ დავეხმაროთ ფინანსურად უკრაინას - ლატვიის პრემიერი
შემდეგ წელს ჩვენ ვიპოვით გზას თუ როგორ დავეხმაროთ ფინანსურად უკრაინას - ამის შესახებ ლატვიის პრემიერმა ევიკა სილინამ ბრიუსელში, ისტორიული სამიტის მეორე დღეს განაცხადა.
სილინამ ასვე საქართველოსთის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზეც ისაუბრა.
ჩვენ მივიღეთ ისტორიული გადაწყვეტილება, არა მხოლოდ უკრაინისთვის და მოლდოვასთვის, არამედ საქართველოსთვისაც და ასევე ევროკავშირისა და ჩვენი ხალხისთვის, რადგან ჩვენ გადავწყვიტეთ დაგვეწყო გაწევრიანების მოლაპარაკებები უკრაინასთან და მოლდოვასთან და მივეცით საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. გუშინ ასევე ვისაუბრეთ უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფაზე, კარგი ის არის, რომ 26 წევრი ქვეყანა თანხმდება, რომ ფინასნური დამხარება უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, ახლა უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ დავეხმარებით მათ. შემდეგ წელს ჩვენ ვიპოვით გზას თუ რა გზით დავეხმაროთ მათ", - განაცხადა სილინამ.