ვულოცავთ საქართველოს, უკრაინას, მოლდოვას და ბოსნია-ჰერცეგოვინას - ჯიმ ო’ბრაიენი

15.12.23 16:21
ვულოცავთ საქართველოს, უკრაინას, მოლდოვას და ბოსნია-ჰერცეგოვინას - ჯიმ ო’ბრაიენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენი საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავს.

ჯიმ ო’ბრაიენი თქმით, ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებები ტრანსატლანტიკური პარტნიორობისთვის ამაღელვებელი მომენტია.

„შესანიშნავი ამბები ევროპული საბჭოსგან ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით. ვულოცავთ უკრაინას, მოლდოვას, საქართველოს და ბოსნია-ჰერცეგოვინას ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებებს მათი ევროპული მისწრაფებების შესახებ. ამაღელვებელი მომენტია ჩვენი ტრანსატლანტიკური პარტნიორობისთვის“, – წერს ჯიმ ო’ბრაიენი.

მსგავსი სიახლეები