უკრაინაში საკრებულოს სხდომაზე ერთ-ერთმა დეპუტატმა ყუმბარა ააფეთქა - არის მსხვერპლი
უკრაინაში, სოფელ კერეეცკოვსკში, საკრებულოს სხდომაზე ერთ-ერთმა დეპუტატმა ყუმბარა ააფეთქა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, 26 კი დაშავდა.
როგორც ირკვევა, დაშავებულთაგან 6 პირის მდგომარეობა მძიმეა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.