გუშინდელმა გადაწყვეტილებამ აჩვენა, რომ ევროკავშირი ასრულებს თავის დაპირებებს - ფონ დერ ლაიენი

15.12.23 18:47
გუშინდელმა გადაწყვეტილებამ აჩვენა, რომ ევროკავშირი ასრულებს თავის დაპირებებს - ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიამ გაფართოების პაკეტი დაამტკიცა - ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ გუშინ მიღებული გადაწყვეტილებით ევროკავშირმა კიდევ ერთხელ ანახა მსოფლიოს, რომ ის საკუთარ დაპირებას ასრულებს.

ლაიენის თქმით, გაფართოება კონკრეტულმა მიზეზებმა განაპირობა, კერძოდ, ქვეყნებს შორის სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარებამ.

გადავწყვიტეთ, გავხსნათ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან და გადავწყვიტეთ, მიგვენიჭებინა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი საქართველოსთვის, ასევე გადავწყვიტეთ, გავხსნათ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები ბოსნია და ჰერცეგოვინასთან როგორც კი საჭირო კრიტერიუმები შესრულდება. ჩვენ მტკიცედ გავიმეორეთ ჩვენი კოლექტიური ვალდებულება ისეთი მომავლის მიმართ, სადაც დასავლეთ ბალკანეთის ექვსივე ქვეყანა ჩვენი კავშირის ნაწილია.

ვფიქრობ, გუშინდელმა გადაწყვეტილებამ აჩვენა, რომ ევროკავშირი ასრულებს თავის დაპირებებს. გაფართოების მიზეზი ისეთი ძლიერი და უდავოა, როგორიც არასდროს ყოფილა, როგორიც დღეს არის მსოფლიოში, რომელიც მრავალი კრიზისით არის შეძრული. ეს არის ინვესტირება სტაბილურობაში, ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებაში და დემოკრატიაში", - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მსგავსი სიახლეები