შთამბეჭდავია, თუ როგორ გაზარდეს ქვეყნებმა აუცილებელი რეფორმების გატარების ამბიცია და სიჩქარე - ურსულა ფონ დერ ლაიენი

15.12.23 19:40
შთამბეჭდავია, თუ როგორ გაზარდეს ქვეყნებმა აუცილებელი რეფორმების გატარების ამბიცია და სიჩქარე - ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირში წევრობის მსურვე ქვეყნებათან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ თითოეულმა სახელმწიფომ ევროინტეგრაციის გზაზე საჭირო რეფორმები გაატარა და აჩვენა საკუთარი ამბიცია.

მისი თქმით, ამ ქვეყნებმა მკაფიოდ დაანახეს ევროპას, რომ არიან "დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, მშვიდობისა და სტაბილურობის მხარეს".

ის, რისი დანახვაც ბოლო 18-20 თვის მანძილზე იყო შესაძლებელი არის ის, რომ რეგიონში არსებობს სიღრმისეული გაგება, რომ ახლა გადამწყვეტი დროა, უნდა აირჩიო მხარეები, „ნაცრისფერი ზონები“ აღარ არსებობს. ჩემზე შთამბეჭდავად იმოქმედეს იმ ქვეყნებმა, რომლებსაც სურთ ევროკავშირში გაწევრიანება და რომლის შესახებაც გაფართოების შესახებ ანგარიშშია საუბარი, თუ რამდენად გაიზარდა მათი ამბიცია და სიჩქარე იმ რეფორმების გატარების კუთხით, რომელიც აუცილებელია გაწევრიანებისთვის. კარგი იქნებოდა, ეს ომთან არ ყოფილიყო დაკავშირებული, მაგრამ შთამბეჭდავია იმის ხილვა, რომ ამ ქვეყნებმა ძალიან მკაფიოდ აირჩიეს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, მშვიდობისა და სტაბილურობის მხარე", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები