ღაზაში შეცდომით 3 ისრაელელი ტყვე მოკლეს - IDF

15.12.23 23:54
ღაზაში შეცდომით 3 ისრაელელი ტყვე მოკლეს - IDF

ღაზის სექტორში შეცდომით 3 ისრაელელი ტყვე მოკლეს - ამის შესახენ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი, დენიელ ჰაგარი ავრცელებს.

მისი თქმით, არსებობს რამდენიმე ვერსია, რომ სავარაუდოდ, სამივე მძევალმა ტყვეობიდან გაქცევა მოახერხა, ან "ჰამასის" წევრებმა საბრძოლო მოქმედებების დროს მიატოვეს.

მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ისრაელის თავდაცვის ძალებს ეკისრებათ.