პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. 26 წლის მამაკაცს საგზაო წესების დარღვევას ედავებიან. როგორც გაირკვა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი, ავტობანზე მაღალი სიჩქარით მიდიოდა, რა დროსაც ბორდიურს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, მამაკაცი გაიქცა, თუმცა პოლონელმა სამართალდამცველებმა მისი დაკავება შეძლეს. ქართველ მამაკაცს სამ წლიანი პატიმრობა ემუქრება.