უკრაინის შსს-მ რუსეთის პატრიარქზე ძებნა გამოაცხადა

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოსკოვისა და რუსეთის პატრიარქი კირილი ძებნილად გამოაცხადა.
რუსეთის პატრიარქი ეჭვმიტანილი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფაში, ასევე აგრესიული ომის წარმოება ედება ბრალად.
პატრიარქი კირილი ცნობილია თავისი ანტიუკრაინული განცხადებებითა და სხვა ოდიოზური ხრიკებით, ის პუტინისა და სხვა სამხედრო-პოლიტიკური მაღალჩინოსნების წრესთან დაახლოებული პირია, რომელი უკრაინაში რუსეთს აგრესიას უჭერს მხარს.