ფორმალური საიმპიჩმენტო გამოძიება ბაიდენის წინააღმდეგ - პროცედურის დაწყებას 221-მა კანონმდებელმა მისცა ხმა

16.12.23 12:26
ფორმალური საიმპიჩმენტო გამოძიება ბაიდენის წინააღმდეგ - პროცედურის დაწყებას 221-მა კანონმდებელმა მისცა ხმა

 

ამერიკის წარმომადგენელმა პალატამ ჯო ბაიდენის წინააღმდეგ ფორმალური საიმპიჩმენტო გამოძიების დაწყებას მხარი დაუჭირა - დემოკრატი პრეზიდენტის წინააღმდეგ საქმე რესპუბლიკელებმა დაიწყეს.

საქმე ამერიკის პრეზიდენტის შვილის, ჰანტერ ბაიდენის საქმიანობას ეხება. კანონმდებლების ნაწილს ეჭვი აქვს, რომ ჯერ კიდევ ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე მყოფმა ჯო ბაიდენმა შვილის საქმიანობით ისარგებლა. თეთრი სახლი გავრცელებულ ბრალდებებს უარყოფს. 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის საიმპიჩმენტო პროცედურის დაწყებას ხმა 221-მა კანონდმედებლმა მისცა 212-ის წინააღმდეგ. 

ეს ამბავი მთებივით ძველია. გვყვავს პოლიტიკოსი, რომელიც გარკვეულ ნაბიჯებს დგამს, რაც მის ოჯახს ფინანსურ სარგებელს აძლევს, შემდეგ კი ის ამის მიჩქმალვას ცდილობს", - აღნიშნა ერთ-ერთმა რესპუბლიკელმა.

მსგავსი სიახლეები