ევროპამ თავი უკეთ უნდა დაიცვას, რადგან შესაძლოა, ახალი სამხედრო საფრთხეები გაჩნდეს - გერმანიის თავდაცვის მინისტრი

16.12.23 12:23
ევროპამ თავი უკეთ უნდა დაიცვას, რადგან შესაძლოა, ახალი სამხედრო საფრთხეები გაჩნდეს - გერმანიის თავდაცვის მინისტრი

"ევროპამ თავი უკეთ უნდა დაიცვას, რადგან ათწლეულის ბოლოს შესაძლოა ახალი სამხედრო საფრთხეები გაჩნდეს", - ამის შესახებ განცხადება გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა გააკეთა და აღნიშნა, რომ რისკები საქართველოსა და მოლდოვას წინააღმდეგაც არსებობს.

მისი თქმით, რუსეთი კვლავ აგრძელებს იარაღის სისტემატურ წარმოებას, რადგან უკრაინაში საკუთარი პოზიციები გაამყაროს.

ჩვენ, ევროპელები, ჩვენს კონტინენტზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უფრო მეტად უნდა ჩავერთოთ. ევროპამ თავი უკეთ უნდა დაიცვას, რადგან ათწლეულის ბოლოს შესაძლოა ახალი სამხედრო საფრთხეები გაჩნდეს, იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ის ყურადღება ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონზე გადაერთვება.

ჩვენ უნდა გავარკვიოთ, თუ როგორი პოზიციების დაკავება გვსურს აღმოსავლეთ ფლანგზე, ნატოს თავდაცვითი გეგმების შესაბამისად", - აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.