რუსმა ოკუპანტებმა საჰაერო იერიში ხერსონზე მიიტანეს - არიან დაშავებულები

16.12.23 12:34
რუსმა ოკუპანტებმა საჰაერო იერიში ხერსონზე მიიტანეს - არიან დაშავებულები

რუსმა საოკუპაციო ძალებმა საჰაერო იერიში ხერსონის ოლქზე მიიტანეს - ამის შესახებ ინფორმაცის ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.

დაბომბვის შედეგად, 3 ადამიანი დაშავდა. მათ შორისაა 51 წლის მამაკაცი, რომელმაც დაზიანებები თავის არეში მიიღო.