პუტინი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებელ კანდიდატად მიიღებს

16.12.23 15:06
პუტინი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებელ კანდიდატად მიიღებს

რუსული სახელმწიფო გამოცემა "რია ნოვოსტი" კრემლის ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ ვლადიმერ პუტინი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებელ კანდიდატად მიიღებს.

პარტია "სამართლიანი რუსეთის" ლიდერის, სერგეი მირონოვის თქმით, პუტინის, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდასაჭერად, ხელმოწერების შეგროვება მალე დაიწყება.