პოლონეთში ძვირადღირებული სუნამოების მოპარვის ფაქტზე 21 წლის ქართველი დააკავეს

16.12.23 16:00
პოლონეთში ძვირადღირებული სუნამოების მოპარვის ფაქტზე 21 წლის ქართველი დააკავეს

პოლონეთის ქალაქ გდანსკში სუნამოების ქურდობისთვის 21 წლის ქართველი დააკავეს - როგორც ირკვევა, მან 37.5 ათასი ზლოტის ღირებულების სუნამოები სხვადასხვა მაღაზიებიდან მოიპარა.

პოლონური მედიის ცნობით, პროკურორი ეჭვმიტანილის დროებით დაკავებას ითხოვს. დანაშაული სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთას ვადით 10 წლამდე ითვალისწინებს.