ჰამასი: "ტყვეების გაცვლის შესახებ მოლაპარაკებები ომის დასრულებამდე არ იქნება"

17.12.23 10:51
ჰამასი: "ტყვეების გაცვლის შესახებ მოლაპარაკებები ომის დასრულებამდე არ იქნება"

ჰამასის ხელმძღვანელობა უარყოფს, რომ ტყვეების გაცვლის შესახებ მოლაპარაკებები გაახლდა. ჰამასის ლიდერების განცხადებით, მოლაპარაკებებს იქამდე არ აწარმოებს, ვიდრე ღაზას სექტორში საომარი მოქმედებები სრულად არ შეწყდება.

"ჰამასი საკუთარ პოზიციას აფიქსირებს: მოლაპარაკებები მძევლების გაცვლის შესახებ შესაძლებელი მასინ იქნება, როცა აგრესია ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება". 

ჰამასის ეს პასუხი კატარში შუამდგომლებს მას შემდეგ გადაეცა, რაც მოსადას ხელმძღვანელი დავიდ ბარნეა კვირის ბოლოს ოსლოში კატარის პრემიერ-მინისტრს შეხვდა და შეტანმების გაახლების შესახებ ესაუბრა. Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ბარნეა ეგვიპტის წარმომადგენლებსაც შეხვდა. 

გუშინ სარამოს ტყვეების გათავისუფლების მოთხოვნით ოჯახებმა კიევ ერთი ემოტრაცია მოაწყვეს. აქტივისტებმა გუშინ გენშტაბ "კირიას" კომპლექსთან კარვებიც გაშალეს. ოჯახებმა განაცხადეს, რომ ღამეს კარვებში გაათევდნენ.  "კირიის" კედელზე ტყვების ფოტოსურათებიც გააკრეს.