რუსეთმა ოდესაზე იერიში დრონებით მიიტანა - არის მსხვერპლი
რუსეთმა ოდესაზე იერიში დრონებით მიიტანა - არის მსხვერპლი. უკრაინული მედიის ცნობით, ოკუპანტებმა ყირიმიდან გაუშვეს 16 შაჰიდი და 16-ვე უკრაინის საჰაერო ძალებმა გაანეიტრალა. ნამსხვრევები სახლებს და კერძო სპორტულ დაწესებულებებში ჩამოვარდა, რამაც ძლიერი ხანძარი გამოიწვია.
სამაშველო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების სამსახურის 10 ერთეული ტექნიკა და 53 მაშველი იყო ჩართული.