NATO აშშ-ს უკანა ეზოა, მის მიზანს კონფრონტაცია წარმოადგენს - პუტინი

17.12.23 16:23
NATO აშშ-ს უკანა ეზოა, მის მიზანს კონფრონტაცია წარმოადგენს - პუტინი

ვლადიმერ პუტინი დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდებს, გამონახონ   რუსეთთან საერთო ენა. ჰააგის მიერ ომის დანაშავედ გამოცხადებულმა პრეზიდენტმა ამის შესახებ ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა.

პუტინიიი ჩრდილოატლანტიკულ ალიანსს - ნატოს, ამერიკის უკანა ეზოდ აცხადებს. რუსი დიქტატორი ამტკიცებს, რომ მას ნატოს წევრ ქვეყნებთან პრობლები არ აქვს, ისინი ქმნიან ხელოვნურ ბარიერებს, რადგან რუსეთის ეშინიათ.

გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტი ირწმუნება, რომ ნატოს მიზანი კონფრონტაციაა და მისი გაფართოება ევროპას უსაფრთხოებას არ მოუტანს.

აშშ არის NATO-ს ბატონ-პატრონი, ეს არის მათი უკანა ეზო, მთელი NATO, მთელი ორგანიზაცია...მოსკოვმა არაერთხელ აღნიშნა, რომ NATO-ს მიზანს კონფრონტაცია წარმოადგენს. მისი შემდგომი გაფართოება ევროპას მეტ უსაფრთხოებას არ მოუტანს", - თქვა პუტინმა.

მსგავსი სიახლეები