პენტაგონის ხელმძღვანელი ისრაელში გაემგზავრა

ლოიდ ოსტინი ისრაელში გაემგზავრა. შტატების თავდაცვის მდივანთან ერთად თელავივში ჩადიან ამერიკელი გენერლებიც. ოსტინი პლატფორმა X-ზე წერს, რომ ამ ვიზიტის მიზანი უსაფრთხოების და სტაბილურობის მხარდაჭერაა.
ისრაელის შემდეგ ამერიკის თავდაცვის მდივანი ბაჰრეინსა და კატარში ჩავა.