როსტოვის სამხედრო აეროდრომზე დრონებით თავდასხმა უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ოპერაცია იყო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მათმა საჰაერო თავდაცვამ ვოლგოგრადის, ლიპეცკისა და როსტოვის ოლქებში 35 უკრაინული დრონი ჩამოაგდო, უკრაინული მხარე სიცრუეს უწოდებს. მისი მტკიცებით, ოპერაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მიერ იყო ორგანიზებული, თუმცა დრონების გაინეტრალება რუსეთმა ვერ მოახერხა.
ის, რასაც რუსული მედია იუწყება, თითქოს ყველა დრონი ჩამოაგდეს, სიმართლეს არ შეესაბამება. სულ მცირე, პირდაპირი დარტყმა მოხდა სამხედრო აეროდრომზე. არის ნგრევა, სხვა შედეგები ზუსტდება", - განაცხადა წყარომ ქვეყნის სპეცსამსახურების წარმომადგენელზე დაყრდნობით მედიასთან საუბარში.