მედიის ცნობით, ჯო ბაიდენის კორტეჟს მანქანა დაეჯახა, შემთხვევის შედეგად პრეზიდენტი არ დაშავებულა

18.12.23 12:40
მედიის ცნობით, ჯო ბაიდენის კორტეჟს მანქანა დაეჯახა, შემთხვევის შედეგად პრეზიდენტი არ დაშავებულა

მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის კორტეჟს მანქანა დაეჯახა იმ დროს, როცა ბაიდენის ოჯახი დელავერის შტატში საარჩევნო შტაბს ტოვებდა. შემთხვევის შედეგად აშშ-ის პრეზიდენტი არ დაშავებულა.

არსებული ინფორმაციით, ბაიდენი თავისი ბრონირებული მანქანისკენ მიემართებოდა, რა დროსაც ვერცხლისფერი „სედანის“ მარკის ავტომობილი შეეჯახა პარკირებულ მანქანას, რომელიც ჯო ბაიდენის კორტეჟს იცავდა.

ინციდენტის შემდეგ „სედანის“ მარკის ავტომობილმა სვლა განაგრძო, თუმცა მის გარშემო მალევე აღმოჩნდნენ უსაფრთხოების თანამშრომლები. 

მსგავსი სიახლეები