რუსები უკრაინელ ტყვეებს შუბლზე სვასტიკებს უკაწრავდნენ - The Telegraph

18.12.23 14:35
რუსები უკრაინელ ტყვეებს შუბლზე სვასტიკებს უკაწრავდნენ - The Telegraph

რუსები უკრაინელ სამხედრო ტყვეებს შუბლზე სვასტიკის ფორმის სიმბოლოებს უკაწრავდნენ. ამის შესახებ The Telegraph-ს უკრაინელმა ჯარისკაცმა უამბო, რომელიც რუსეთის არმიის ტყვეობაში იმყოფებოდა.

ჯარისკაცი იხსენებს, რომ მას თვალები აუხვიეს, რუსი ჯარისკაცი კი მას ეუბნებოდა, რომ სურდა მის შვილებს სცოდნოდათ, რომ ის ფაშისტი იყო. ჯარისკაცი ყვება, რომ სახეზე თბილი სისხლის დინება იგრძნო. ექიმების თქმით, სვასტიკა ჯარისკაცის შუბლზე დანითაა ამოჭრილი. ჯარისკაცი შემდეგ ჩეჩნეთში გადაიყვანეს და საბოლოოდ, ტყვეების გაცვლის შეთანხმებით, 5 თვის შემდეგ უკრაინაში დაბრუნდა. 

"ყოველ დღე ეს მახსენებს იმას, რომ მას აწამებდნენ" - ამბობს ჯარისკაცის ცოლი ოლღა.