წადით ფრონტზე და თავად მოკვდით - მოსახლეობა პუტინს აუმხედრდა
"მოდით ვიცხოვროთ მშვიდად, ან თვითონ წადით ფრონტზე და თავად მოკვდით" - ასე მიმართავენ რუსეთში მობილიზებულთა ახლობლები ვლადიმერ პუტინს. ისინი რუსეთის პრეზიდენტს უკრაინაში ომის დამთავრებისკენ და მოლაპარაკებების წარმოებისკენ მოუწოდებენ.
ერთ-ერთი მობილიზებულის თქმით, ფრონტზე მყოფ ჯარისკაცებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები გააჩნიათ.
ვლადიმერ ვლადიმიროვიჩ სადამდე მიიყვანე ხალხი? ჩვენ, რუსებს, თქვენი ხელმძღვანელობის პირობებში იმედი აღარ დაგვრჩა. დაამთავრეთ სპეციალური სამხედრო ოპერაცია [რუსეთი ასე უწოდებს ომს უკრაინაში] დაჯექით მოლაპარაკების მაგიდასთან. რა ჯანდაბაა "დენაციფიკაცია" და "დემილიტრაიზაცია"? გესმით რაზეა საუბარი? ყოველ ჯერზე, როცა ამ სიტყვებს ამბობთ, ხალხი კვდება. მოდით ვიცხოვროთ მშვიდად. ან თვითონ წადით ფრონტზე და თავად მოკვდით", - ნათქვამია მობილიზებულთა ახლობლების მიმართვაში.