ერდოღანსა და ორბანს შორის შეხვედრა გაიმართა

18.12.23 21:34
ერდოღანსა და ორბანს შორის შეხვედრა გაიმართა

თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს შორის შეხვედრა გაიმართა - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, სამუშო ვიზიტის მიზანი ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებაა. მოსალოდნელია  ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, თავდაცვისა და კულტურის საკითხებთან დაკავშირებით გარკვეული ხელშეკრულებების გაფორმებაც.

შეხვედრის ფარგლებში მათ საჩუქრები - ცხენი და თურქული წარმოების ელექტრომობილი გაცვალეს.