აშშ და პარტნიორი ქვეყნები წითელ ზღვაში გემებზე გახშირებული თავდასხმების გამო, ოპერაციას იწყებენ

19.12.23 10:15
აშშ და პარტნიორი ქვეყნები წითელ ზღვაში გემებზე გახშირებული თავდასხმების გამო, ოპერაციას იწყებენ

შტატები და პარტნიორი ქვეყნები წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე გახშირებული თავდასხმების შესაჩერებლად სპეციალურ ოპერაციას იწყებენ.

შტატების თავდაცვის მინისტრის განცხადებით, თავდასხმები "საფრთხეს უქმნის თავისუფალი ვაჭრობის ნაკადს, უდანაშაულო მეზღვაურებს და არღვევს საერთაშორისო კანონს", ამიტომ მოქმდება უსაფრთხოების დაცვისთვის დაწყებულია.

ლოიდ ოსტინის თქმით, ოპერაცია ფოკუსირებული იქნება ადენის ყურესა და წითელ ზღვაში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე.

იემენში მოქმედი მეამბოხეების მხრიდან წითელ ზღვაში გემებზე შეიარაღებული თავდასხმები ისრაელსა და "ჰამასს" შორის დაწყებული ომის შემდეგ გახშირდა. მხოლოდ 18 დეკემბერს თავდასხმა 2 სატვირთო გემზე მოხდა.