თეთრი სახლი ამ თვეში კიევისთვის დახმარების პაკეტს გამოაცხადებს, მაგრამ შემდეგ თანხა ამოიწურება - კირბი კონგრესს მოქმედებას სთხოვს

19.12.23 10:23
თეთრი სახლი ამ თვეში კიევისთვის დახმარების პაკეტს გამოაცხადებს, მაგრამ შემდეგ თანხა ამოიწურება - კირბი კონგრესს მოქმედებას სთხოვს

უკრაინის დასახმარებლად კონგრესს დროული გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს ბაიდენის ადმინისტრაცია. საგანგებო განცხადება თეთრი სახლის უშიშროების საბჭოს წარმომადეგენლმა გააკეთა.

ჯონ კირბი აცხადებს, რომ თეთრი სახლი ამ თვეში კიევისთვის დახმარების პაკეტს გამოაცხადებს, მაგრამ ამის შემდეგ თანხა ამოიწურება, ამიტომ ბაიდენის ადმინისტრცაია კონგრესს მოქმედებას სთხოვს. 

"როცა ეს გაკეთდება... ჩვენ აღარ გვექნება შევსების უფლებამოსილება. და ჩვენ გვჭირდება კონგრესი, რომ იმოქმედოს დაუყოვნებლად",- თქვა კირბიმ.

კონგრესში კი ისევ აზრთა სხვადასხვაობაა, დეპუტატების  ნაწილი უკარინისთვის თანხის გამოყოფას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.