დამანგრეველი მიწისძვრა ჩინეთში - ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 116 ადამიანი
ჩინეთში დამანგრეველი მიწისძვრას 116 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით კი დაშავდა. მიწისძვრა გვიან ღამით ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში განსუს პროვინციაში მოხდა.
დანგრეულია 4700-ზე მეტი სახლი, განადგურებულია გზები და ადმინისტრაციული შენობები. მაშველები ნანგრევებში ჩარჩენილი ხალხის გადარჩენას ამ წუთებშიც ცდილობენ.
მიწისძვრა ღამით ისეთ დროს მოხდა, როცა მოსახლეობის უმეტესობას სახლებში ეძინა. შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მისი სიმძლავრე 5,9 მაგნიტუდა იყო. ჩინეთის მიწისძვრის ადმინისტრაციამ ოდნავ უფრო მაღალი მაჩვენებელი 6.2 მაგნიტუდა დაასახელა.