მოსკოვის მერი ამტკიცებს, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა დრონის თავდასხმა მოიგერიეს

19.12.23 14:29
მოსკოვის მერი ამტკიცებს, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა დრონის თავდასხმა მოიგერიეს

მოსკოვის მერი ამტკიცებს, რომ  საჰაერო თავდაცვის ძალებმა დრონის თავდასხმა მოიგერიეს. სერგეი სობიანინის სოციალურ ქსელში წერს, შემთხვევა ოდინცოვოს ურბანულ რაიონში მოხდა.

წინასწარი მონაცემებით, ადგილზე, სადაც ნამსხვრევები ჩამოვარდა, ნგრევა და მსხვერპლი არ არის. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების სპეციალისტები მუშაობენ,  - დაწერა მერმა.

მანამდე მოსკოვის აეროპორტების მუშაობაზე შეზღუდვების შესახებ გახდა ცნობილი. ვნუკოვოს აეროპორტმა განაცხადა, რომ აჩერებს ფრენებს. 

მსგავსი სიახლეები