ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ პუტინის დამარცხება შეგვიძლია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის დამარცხდეს - დევიდ კამერონი

19.12.23 16:46
ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ პუტინის დამარცხება შეგვიძლია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის დამარცხდეს - დევიდ კამერონი

"ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ პუტინის დამარცხება შეგვიძლია", - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კამერონმა ფრანგ კოლეგასთან, კატრინ კოლონასთან შეხვედრისას განაცხადა.

დევიდ კამერონმა უკრაინაში რუსეთის შეჭრა სპექტაკლს შეადარა და აღნიშნა, რომ მეოთხე მოქმედება ჯერ არ დაწერილა.

დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინის ძლიერი მხარდამჭერები არიან და დარჩებიან იქამდე, სანამ საჭირო იქნება. ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ პუტინის დამარცხება შეგვიძლია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის დამარცხდეს“, - განაცხადა კამერონმა.