რუსეთი გაზაფხულზე, წინასაარჩევნო პერიოდში მოლდოვაში დესტაბილიზაციას შეეცდება - მაია სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს თქმით, მომავალი წლის გაზაფხულზე, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მოლდოვაში რუსეთის დესტაბილიზაციურ ქმედებებს ელოდება. ამის შესახებ სანდუმ ადგილობრივი ტელეარხის ProTV-ის ეთერში ისაუბრა.
მოლდოვის პრეზიდენტის თქმით, ზემოხსენებული კონტექსტის გათვალისწინებით, აუცილებელია ადგილობრივი არჩევნებიდან დასკვნების გამოტანა. მისი თქმით, რისკების შესამცირებლად კონკრეტულ სამინისტროებში მუშაობა უკვე მიმდინარეობს.
გვჯერა, რომ რუსეთი აქ სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობებს გააგრძელებს და მჯერა, რომ ეს ქმედებები გაზაფხულისკენ დაიწყება. გამოიყენებენ იმ ხალხს, რომლებიც აქ ჰყავთ. სამწუხაროდ, ახალი არაფერია. მათ შეიძლება გარკვეული ტაქტიკა შეცვალონ, მაგრამ გასაგებია, როგორ მოიქცევიან". - თქვა სანდუმ.