დონალდ ტრამპს არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალა

20.12.23 10:59
დონალდ ტრამპს არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალა

დონალდ ტრამპს არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალა. გადაწყვეტილება პრეზიდენტის წინააღმდეგ  კოლორადოს შტატის სასამართლომ მიიღო. მიზეზი 2021 წლის 6 იანვრის მოვლენებია,  როდესაც  ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და იმ არჩვნების შედეგების ჩაშლას ცდილობდნენ, რომელშიც ბაიდენმა გაიმარჯვა.

გადაწყტილების გასაჩივირებას ტრამპი ზემო ინსტანციაში აპირებს, თუმცა სასამართლო განხილვები მისი არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვის მოთხოვნით კოლორადოს შემდეგ სხვა შტატებშიც იგეგემება.

მსგავსი სიახლეები