პრაღის ცენტრში სულ მცირე, 10 ადამიანია მოკლული, დაშავებულთა რაოდენობა 30-ს აჭარბებს - ბოლო ცნობები
პრაღის ცენტრში სულ მცირე, 10 ადამიანია მოკლული - ინფორმაციას მედიას ერთ-ერთი მაღალჩინოსანი უდასტურებს. მისივე თქმით, შეიარაღებული პირი ლიკვიდირებულია.
სროლის შედეგად კი 36 ადამიანია დაშავებული, მათგან 9 პირის მდგომარეობა მძიმეა.
სროლა პრაღის ცენტრში მდებარე უნივერსიტეტში - ჩეხეთის პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები. პოლიცია მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. უნივერსიტეტის შენობა სრულ ალყაშია მოქცეული სამართალდამცავების მხრიდან.