"გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს" - ზელენსკი პრაღაში მომხდარ თავდასხმაზე

21.12.23 22:45
"გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს" - ზელენსკი პრაღაში მომხდარ თავდასხმაზე

სროლა პრაღის ცენტრში - დაღუპული მოქალაქეების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

შოკისმომგვრელი ცნობები პრაღაში ტრაგიკული მოვლენების შესახებ. დაიღუპნენ და დაშავდნენ უდანაშაულო ადამიანები. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", - წერს ზელენსკი.

პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტში მასშტაბური თავდასხმა მსხვერპლით დასრულდა. შენობაში შეიარაღებული პირი შეიჭრა - ბოლო მონაცემებით, სროლამ 15 ადამიანი იმსხვერპლა, 30-ზე მეტი კი დაშავებულია. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, თავდამსხმმელი იდენტიფიცირებული და ლიკვიდირებულია.  

მსგავსი სიახლეები