"ან ჩაბარდით, ან მოკვდით" - ნეთანიაჰუ ტერორისტებს

21.12.23 23:01
"ან ჩაბარდით, ან მოკვდით" - ნეთანიაჰუ ტერორისტებს

"ან ჩაბარდნენ ან მოკვდნენ" - ეს სიტყვები ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიანიმ ნეთანიაჰუს ეკუთვნის. ნეთანიაჰუმ "ჰამასთან" ახალი შეთანხმების შესახებ დისკუსიების ფონზე, ტერორისტებს შესთავაზა რომ ჩაბარდნენ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ "ჰამასმა" უარყო ისრაელის შეთავაზება 40 მძევლის სანაცვლოდ ერთკვირიანი ზავის შესახებ. მანამდე "ჰამასის" ხელმძღვანელმა თქვა, რომ ისრაელთან მძევლების გარიგება შესაძლებელია მხოლოდ ყველა ყველასათვის ფორმულით და ცეცხლის სრული შეწყვეტის შემდეგ.

მსგავსი სიახლეები