ოკუპანტებმა კიევს დრონებით შეუტიეს
საოკუპაციო ძალებმა უკრაინის დედქალაქზე იერიში დრონებით მიიტანეს. უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. გადამწვარია რამდენიმე სახლი და დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. დაშავებულია ორი ადამიანი. ცნობები გარდაცვლილების შესახებ არ გავრცელებულა.
კიევის მერი, ვიტალი კლიჩო ამბობს, რომ უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები ჩავარდა ორ რაიონში - სოლომენსკის რაიონში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ზედა სართულებზე გაჩნდა ხანძარი, საცხოვრებელი სახლი ასევე დაზიანა დარნიცკის რაიონში.